საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა,  რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

სპორტულ დარბაზში ფედერაციის წარმომადგენლებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან წარმომადგენლები და რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე შეხვდნენ.