აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს წინა საუკუნის 80-იან წლებში შესწავლილი, ციხის შიდა და გარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების როგორც კვლევით, ისე გაწმენდით სამუშაოებს, რომელსაც პროფესორი ტარიელ ებრალიძე უძღვებოდა.
lსამუშაოების მიზანი, ციხის მშენებლობისა და ფუნქციონირების, აქ არსებული მარნების, თონეების და სხვა შენობა-ნაგებობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, სათანადო ფიქსაცია და მათი მომზადება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის.
ოთოლთას ციხის არქეოლოგიური სამუშაოებისთვის გამოყოფილია 31 000 ლარი.
ჭვანის ხეობის ისტორიულ ძეგლებს შორის ოთოლთას ციხე გამორჩეულია. ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ამ ციხეში გარკვეული დრო დაჰყო ბაზალეთის ომს განრიდებულმა დიდმა მოურავმა გიორგი სააკაძემ. ისტორიული ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაცია, ახლო მომავალში დაიწყება.