ნატა ძველიშვილი: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია

1555676534
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებს საეჭვოდ მიიჩნევს. ძველიშვილი ამბობს, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან კავშირშია.
“გამოჩნდება შემდგომში თუ როგორ განვითარდება მოვლენები და თავისი სახელი დაერქმევა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ცნობილია ვინ შეიძლება გახდეს, შემდეგი დირექტორი. მთელი კვირის განმავლობაში ვნახეთ, როგორ დაემთხვა მოვლენები ვგულისხმობ გაფიცვას წერილს და ა.შ. ცხადია მიუთითებს, რომ ერთმანეთთან კავშირშია ეს”,- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
დღეს აჭარის ტელევიზიის ბორდის გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ თანამდებობა დატოვა. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.