მთავრობის განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო,.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.