წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე.
„წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი. ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.