ბექამ, 2023 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა ლაითურის საჯარო სკოლა და სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა განაგრძო „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ბიოტექნოლოგია).
წარმატებულ სტუდენტს და მის მშობლებს, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად მერიაში უმასპინძლა, სტიპენდიის დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ოზურგეთში საოცრად ნიჭიერი და წარმატებული თაობა მოდის. მათი მხარდაჭერა და წახალისება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვულოცავთ ბექას მიღწეულ შედეგს და წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტიპენდია ქვეპროგრამის - „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში, დაუწესდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სემესტრის დასრულების შემდეგ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი 95 ქულა და მეტი აქვს; სტიპენდიის ოდენობა კი განისაზღვრება სემესტრში 1000 ლარით.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.