დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულ საჯარო ბიბლიოთეკაში “ცისფერყანწელთა” 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
"ღონისძიება გახსნა საჯარო ბიბლიოთეკის მენეჯერმა ქალბატონმა სონია (ციცო) ჭოჭუამ და მიმოიხილა ამ ლიტერატურული ჯგუფის მოღვაწეობის ეპოქა, რომელიც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჯარო ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები: ნანა ჯიქია, ირაკლი გაგუა, საბა ჯღარკავა, ცოტნე ციკოლია.
მათ წარმოადგინეს “ცისფერყანწელთა” ლიტერატურული ჯგუფის ისტორია, ბიოგრაფია , მოღვაწეობის ამსახველი მასალა, წაიკითხეს გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და სხვა პოეტების ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები.”- აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.