აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს ლევან მაისურაძე ჟურნალისტებთან სასტუმრო "ლეოგრანდის" ხანძრის დროს გარდაცვლილი 11 ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფების დამსახურებაა რომ 100 მეტი ადამიანი ცოცხალი გადარჩა.
"უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გარდაცვლილია 11 ადამიანი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 243-ე მუხლით, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სალიკვიდაციო და სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტი, გურიის სახანძრო-სამაშელო სამსახური, ასევე სამეგრესლოს და იმერეთის სახანძროები, რომლებმაც მოახერხეს 100-120 კაცის გამოყვანა.
ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებეი მიმდინარეობს დაველოდოთ გამოძიებას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, შესაბამისად კანონის უმკაცრესი ზომები იქნება ყველაფერზე გატარებული", - განაცხადა ლევან მაისურაძემ.