რუსთავში პრაქტიკულად ახალი სტადიონი აშენდება. ეს იქნება UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„რაც შეეხება მაყურებლის რაოდენობას, ვფიქრობ, 8-დან 10 ათასამდე იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ იქნება დედაქალაქთან სიახლოვეს, ძალიან კარგი იქნება ამ სტადიონის დატვირთვა არა მხოლოდ ქალაქის საკლუბო საჭიროებებისთვის, არამედ ასევე საფებხურთო გუნდებისთვის, მაგალითად ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ასევე სარაგბო მატჩებისთვის. გვინდა, რომ მაქსიმალურად დავტვირთოთ რუსთავის სტადიონი, რომელიც იქნება ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა. როგორც უკვე ითქვა, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი აშენდება რუსთავში, დღეს არსებული სტადიონის ტერიოტიაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.