ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როცა ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
დაშავებულს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.