ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაგა ბაღი ახალი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მთლიანად შეიცვალა ძველი ინვენტარი. გამოიცვალა საწოლები, თეთრეული, ხალიჩები, საოფისეინვენტარი, ბავშვების მაგიდები, სკამები, გასახდელები, სამზარეულოს ინვენტარი და სხვა.
პროექტი ‘’ ქეა საერთაშორისო კავკასიაში’’ ფინანსური მხარდაჭერით (34 822 ლარი) და ა.(ა) ი.პ. “ბაღების გაერთიანების“ თანადაფინანსებით(13 935ლარი) განხორციელდა.
ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და პროექტის მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა დაათვალიერეს.