"ვულოცავთ ხარაგაულის თეატრალური ცხოვრების გამორჩეულ მესვეურებს , ქალბატონ ირინე ჩხეიძეს  და იზა ვეფხვაძეს ქართული თეატრის დღეს.

თქვენ წერთ ხარაგაულის კულტურული ცხოვრების ისტორიას!  გილოცავთ თქვენს თეატრალურ დასთან ერთად, თქვენ აცოცხლებთ ხარაგაულს!"- ასე მიულოცა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ქართული თეატრის დღე, ხარაგაულის თეატრალური ცხოვრების მესვეურებს.

"თეატრი ჩემი ცხოვრებაა - ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 123 წლისაა! 2004 წლიდან ვარ ამ თეატრში და 17 სპექტაკლი მაქვს დადგმული, თოჯინების თეატრში კი 7 სპექტაკლი.

მარჯანიშვილი წერდა, თეატრის დანიშნულებაა მიანიჭოს ადამიანებს სიხარული. ჩვენი სლოგანიც ასეთია - თეატრი აბედნიერებს, მაგრამ თეატრი, ასევე,  აუცილებლად უნდა საუბრობდეს  პრობლემებზე და საჭირბოროტო საკითხებზე. ასე რომ, თეატრი ტრიბუნაცაა საიდანაც  ადამიანებს შეიძლება შეახსენო უმთავრესი ღირებულებები.“

იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი:

„თეატრი ჩემთვის სათქმელის ადამიანებამდე მიტანის საუკეთესო საშუალებაა, იგი ჩემი ცხოვრების სტიმული და აღმაფრენაა.

ლიტერატურული თეატრი 27 წლისაა, დადგმული მაქვს 67 ლიტერატურული წარმოდგენა.

თეატრის მიზანია დიდებული ქართველების და  მათი ღვაწლის წარმოჩენა, მათი ცხოვრების  ემოციური მომენტების მიტანა მაყურებლამდე, ღირსეული ადამიანების ღვაწლის დაფასება, ქართული მწერლობის, ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის პოპულარიზაცია, მომავალ თაობებში ეროვნული მუხტის გაღვიძება.“

#ჩვენი_თეატრი_ჩვენი_სიამაყეა

#ქართული_თეატრის_დღე

ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.