ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები,  47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს დღეებში გავა ხაზზე და მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება

პროექტი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა.