ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.