ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე გიორგი პაპიაშვილი, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება და 9 აპრილს დაღუპულებს, სიმბოლურად, წითელი ტიტებით მიაგეს პატივი. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მერის სათათბირო ორგანო-„ხაშურის ახალგაზრდული საბჭო“ 9 აპრილის მემორიალზე გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური და ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანება. „9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.“- აღინიშნა ღონისძიებაზე.