ხაშურის თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს მორიგი პრემიერა "ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი" შესთავაზა.

საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდნენ ბავშვთა დღის ცენტრ "მომავლის სახლის" ბენეფიციარები და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პატარები.


პრემიერას პატარა მაყურებელთან ერთად დაესწრო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე.


სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება  დაიმსახურა. 
წარმოდგენის პარალელურად, თოჯინების თეატრის ეზოში პატარა მაყურებლებს მათთვის საყვარელი სპექტაკლების გმირების გამოფენაც ელოდა. თეატრის ხელმძღვანელის, გია ბოლოკაძის განცხადებით, თოჯინები ადგილობრივად მზადდება და მათთვის პატარების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი და მოტივაციის მომცემია.