ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მერის სათათბირო ორგანოს - „ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს“ წევრებთან შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე „ხაშურქალაქობის“ დღესასწაულისთვის მზადებას და სამზადისში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრას მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე და განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.