დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლთან, ტყეს ცეცხლი წაეკიდა. 

მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია.