არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა ოჯახიდან გაყვანილია. ცნობილია, რომ მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.
მოზარდზე მამა თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა.
ბავშვმა მომხდარი დეიდას უამბო, რის შემდეგაც კაცი პოლიციამ დააკავა.
როგორც ,,აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.