კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პირველ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო. 

ამ დროისთვის დასრულებულია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო 23 ბაღზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.