გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„ გუშინ შემოიყვანეს ორი დაშავებული, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გუშინვე გაეწერა სახლში. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშაა,“ - განაცხადა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა,  გელა ორველაშვილი.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.