გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოდაგზაო შემთხვევას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, პოლიციაშია გადაყვანილი.