გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ამ დროისთვის, ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღში (სოფელ გურჯაანის #2, სოფელ კარდენახის #3 #4 , სოფელ ბაკურციხის, სოფელ ყიტაანის, სოფელ მუკუზნის, სოფელ კალაურის #2, სოფელ კახიფრის და ვაჩნაძიანის) მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.