ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  

სოფელ ჩუმლაყთან ერთმანეთს სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესის და ფიატის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.