ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
100 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც პენსიის ან შემწეობის მიღების უფლება აქვთ, ერთჯერადად 1 მილიონ დრამს (რაც 2 600 დოლარს შეესაბამება - „აიპრესი“) მიიღებენ. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი მთავრობამ დაამტკიცა.
„არმენპრესის“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა.
გადახდის მისაღებად განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის: ის გაიცემა პირზე. რომელიც უფლებამოსილია მიიღოს პენსია (ან შემწეობა) 100 წლის იუბილეს მომდევნო თვისთვის.
ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ერევნის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე მიიღეს (ან მიიღებენ) 1 მილიონი დრამი.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ 2025 წლიდან 100 წლის ასაკის პენსიონერებისთვის დაწესებული ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა 1000 ლარიდან 10000 ლარამდე (3700 დოლარი) გაზარდა და ამ თანხას პენსიონერი ერთჯერადად ყოველწლიურად (101 წლის, 102 წლის და ა.შ. ასაკში) იღებს, ხოლო ახლახან, აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.




