ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. სოფელ ჩუმლაყთან ორი მსუბუქი ავტომობილის  შეჯახების შედეგად  რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. 

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მომდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.