ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს, ტეოდორიკო ნანის, მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის პროფესორსა და პედიატრიული დეპარტამენტის დირექტორს, ანდრეა ბიონდის, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან, დავით მექვაბიშვილს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების შესაძლებლობები და იტალიურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო გამოცდილების გაზიარებას, კლინიკური პროტოკოლების განვითარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში სისტემური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.


მხარეები გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სისტემური თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს