გარდაბანში მამაკაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




