საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრება:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ერთიანი, და შესაბამისად, ძლიერები. დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისში, მცხეთასა და ოზურგეთში. ისტორიულ ქალაქ ქუთაისში ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებს სთავაზობს სტუმრებს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მონაპოვარის შენარჩუნებაში და ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნაში“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

იმერეთი უძველესი ისტორიის გარდა მრავალფეროვანი ბუნებით, განსაკუთრებით კი მღვიმეებითა და კანიონებით გამოირჩევა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა სივრცით არის წარმოდგენილი:  პრომეთეს მღვიმის, ოკაცეს, თეთრა მღვიმის, რომლებშიც სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები.

მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ ბულვარში გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები.

17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიებები რუსა მორჩილაძის, თემურ თათარაშვილის და ოჩოს ქოხი”- კონცერტით დასრულდება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ოზურგეთსა და  ბათუმში წარმოადგენს.