ფოთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გზის  რეაბილიტაცია სრულდება სერგი დანელიას ქუჩაზე.

ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი. ასევე განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები”. 
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენელი 13“ ახორციელებს.