რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების დათვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, ამ მომენტისთვის (თბილისის დროით 0:25 საათი) ნიკუშორ დანისთვის მიცემული ხმების რაოდენობა შეადგენს 5 603 037-ს ანუ 54,33%-ს.
ჯორჯ სიმიონს მხარი დაუჭირა 4 714 232-მა ამომრჩეველმა ანუ 45,67%-მა.
რუმინეთში უბნების 99,3%-ზე ხმების დათვლა დასრულებულია, საზღვარგარეთის უბნებიდან, სადაც პირველ ტურში დიდი უპირატესობა ჯორჯ სიმიონს ჰქონდა, კი დაახლოებით 800 ათასი ხმაა ჯერ კიდევ არაა დათვლილი.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა 11 641 866 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 64,72%-ს შეადგენს. ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით 11,53%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ხმა რუმინეთის 148 მოქალაქემ მისცა. ნიკუშორ დანმა ხმების 82,19% მიიღო.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ნიკუშორ დანისთვის მიცემული ხმები:
მოლდოვა, სულ ხმა მისცა 158 143-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 81,62%
უკრაინა, სულ ხმა მისცა 431-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 75,29%;
ლიეტუვა, სულ ხმა მისცა 303-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 85,86%;
ლატვია, სულ ხმა მისცა 266-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 79.01%;
ესტონეთი,სულ ხმა მისცა 237-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 87,76%;
საქართველო, სულ ხმა მისცა 148 ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი 82,19%;
რუსეთი, სულ ხმა მისცა 133-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 58,65%;
ყაზახეთი სულ ხმა მისცა 81-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 91,36%;
სომხეთი, სულ ხმა მისცა 58-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 82,14%
აზერბაიჯანი, სულ ხმა მისცა 57-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 75,44%
უზბეკეთი, სულ ხმა მისცა 35-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 97,14%;
ბელარუსი, სულ ხმა მისცა 22-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 81,82% ;
თურქმენეთი, სულ ხმა მისცა 7-მა ამომრჩეველმა, ნიკუშორ დანი - 100%,