ეს სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სხივის ქუჩაა, სადაც წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
იგება ასფალტის საფარი. ეს გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატება. სენაკის მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები. საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთის, ფურცელაძის, შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის მეორე ჩიხში, სამხედრო დასახლებაში. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ლეძაძამეს, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.