წყლის დაცვის საერთსორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართა.
შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის მიერ.სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.