ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. სახურავის გარეშეა დარჩენილი 94-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად ეცნობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია ა.ა.ი.პ. ბაღდათის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლებიც.