დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბათუმში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება

1577284563
დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.
აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმის მერიის პრესსამს უფროსი თეკლა ჩიჩუა წერს.
შეგახსენებთ, ცოტა ხსნის ქობულეთში ავარია მოხდა. მანქანა ხრამში გადავარდა რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.