საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მოადგილე თამარ მახარაშვილმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ შიდა ქართლის 2 ახლად რეაბილიტირებული სკოლა
მოინახულეს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღე მიულოცეს და ახალგაზრდებს წარმატება, ბედნიერი მომავალი და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

მისი ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა.

ევროსტანდარტების შესაბამის სკოლებში ყოველწლიურად შიდა ქართლის რეგიონის 1000-მდე მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას.