სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

გარდა ყვარლისა,ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს, მომდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.