ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გურჯაანში საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა 9 აპრილის ქუჩაზეა, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მთლიანად გადახდილია.

სტიქიამ მოგლიჯა ხეებიც, დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქ გურჯაანსა და მიმდებარე სოფლებში.

მათოვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები დაზიანებული სახლების აღრიცხვას აწარმოებენ.