დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დაშავებული თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა დამატებითი კომპიუტერული კვლევების ჩატარების მიზნით მოგვიანებით კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ამ ეტაპზე, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.