12:00 საათის მონაცემებით, ფოთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 7412 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18,3 %-ია.
№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: "ქართული ოცნება", "გახარია საქართველოსთვის", "ძლიერი საქართველო - ლელო"და "კონსერვატორები საქართველოსთვის".
ფოთში სულ 40 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
24-ვე საარჩევნო უბანი, ელექტრონული ტექნოლიგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.