დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.