პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით, უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 10 შეკვრად დააფასოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.