საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთს ეწვია.
რეგიონში ყოფნისას შეხვედრა გაიმართა მცხეთა-მთიანეთის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სისტემების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, რომელთა მიზანია რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.