საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა სოფელ ბუკისციხის ცენტრი; სოფელ ჯვარცხმის ცენტრში მინი სტადიონი, სკვერი და საბავშვო სივრცე მოეწყო.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 578 981 ლარი შეადგინა.
ასევე, სრულად რეაბილიტირდა ბუკისციხის საჯარო სკოლა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და ღირებულება 3 მლნ 172 402 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.