ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა, რომელიც მომღერალ თემურ ჭკუასელის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი ესწრებოდნენ.