ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
პროექტის მიხედვით, 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამ უბნის გზასთან ერთად, სოფელში გზების მოვლა - პატრონობის პროექტით, ასფალტის საფარი სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზეც დაიგო.