ახალი წლის დღეებში, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციაზე მონიტორინგი გამკაცრდა.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, პოლიციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დააჯარიმა და უნებართვო სარეალიზაციო პროდუქციის კონფისკაცია განახორციელა.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმდება 6 000 ლარის ოდენობით.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან. კანონდარღვევაზე მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება.




