ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ცენტრალური სტადიონის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს და პროექტირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ახალი სტადიონი გათვლილი იქნება დაახლოებით 6 000 მაყურებელზე და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და შექმნის პირობებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების გამართვისთვის.
იხილეთ ვრცლად: https://s.moi.gov.ge/Kg0Zw




