მეორე დღეა, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში გადაუღებლად თოვს.

გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,
ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებში გადაადგილება შეზღუდულია.

რამდენიმე დღით შეჩერებულია სასწავლო სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მერი კახა ენუქიძე, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად ეცნობა გზების გაწმენდით სამუშაოებს.
ასევე კონტროლდება სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები.
ამ დროის მონაცემებით ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება რამდენიმე სოფელს.