შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნიდან დღემდე 8 839 185 ვიზიტორმა დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
,,2020 წლის 15 ივლისიდან დღემდე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარე, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 8 839 185 ვიზიტორმა მოინახულა. ეს რეკორდული მაჩვენებელი ადასტურებს პროექტის უდიდეს წარმატებას! მადლობა უნიკალური პროექტისთვის”- წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი.